ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთში ჩავიდა. იგი ტიანძინში უსაფრთხოების სამიტს უნდა დაესწროს.
რუსული მედიის ცნობით, ოთხდღიანი ვიზიტით ჩასულ კრემლის ლიდერს მეზობელ ჩინეთში წითელი ხალიჩით ტიანძინის მაღალი რანგის პირები დახვდნენ.
ცნობისთვის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი დაახლოებით 20 მსოფლიო ლიდერს უმასპინძლებს, მათ შორის ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისაც.
ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, პუტინმა ჩინეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „სინხუასთვის“ მიცემულ წერილობით ინტერვიუში გააკრიტიკა დასავლეთის სანქციები და განაცხადა, რომ მოსკოვი და პეკინი ერთობლივად ეწინააღმდეგებიან გლობალურ ვაჭრობაში „დისკრიმინაციულ“ სანქციებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

თაზო დათუნაშვილი ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილზე – ჩვენ ვხედავთ ღია წერილებს, არც კი მინდა ვიცოდე, რა წერია არაღია წერილებში – ალბათ, გატენილია სისულელეებით, „დიფ სთეითზე“ დაუსაბუთებელი ბრალდებებით