საწვავის გაჟონვის შემდეგ, სავარაუდოდ, მისიას ვეღარ შეასრულებს აშშ-ის კომპანიის მიერ მთვარეზე გაშვებული დასაჯდომი მოდული

აშშ-ის მხრიდან ბოლო 50 წელიწადის განმავლობაში განხორციელებულ მთვარეზე დაჯდომის მცდელობას როგორც ჩანს შესრულება არ უწერია – რადგან 8 იანვარს, კერძო კომპანიის მიერ წარმოებული დასაჯდომი მოდულიდან გაშვებიდან მალევე გაჟონა საწვავმა.
აშშ-ის კომპანია, Astrobotic Technology აცხადებს, რომ შეძლო მოდულის ორიენტირება მზისკენ, საიმისოდ, რომ დატენილიყო მოწყობილობის მზის ბატარეა – თუმცა, კომპანიისვე განცხადებით, საწვავის დაკარგვის მასშტაბი კრიტიკული იყო, რაც ამცირებს იმედს, რომ მართლაც შედგება 23 თებერვლისთვის დაგეგმილი დაშვება მთვარეზე.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა