გარდაიცვალა ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერი

78 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერი. დღეს ამის შესახებ ინფორმაცია გერმანული სააგენტოების ცნობით, მისმა ოჯახის წევრებმა გაავრცელეს:
“დიდი მწუხარებით გაუწყებთ, რომ ჩემი მეუღლე და ჩვენი მამა, ფრანც ბეკენბაუერი გუშინ, კვირას, მშვიდად გარდაიცვალა ძილში, ოჯახის წევრების გარემოცვაში”.
1974 წელს ფრანც ბეკენბაუერმა გერმანიის ნაკრებთან ერთად კაპიტანის რანგში მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, 1990 წელს კი, მთავარი მწვრთნელის რანგში ასწია მსოფლიო ჩემპიონატის თასი. 1972 წელს ნაკრებთან ერთად მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონატიც.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!