დიმიტრი პესკოვი – სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება, თუმცა მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებით კვლავ დაინტერესებულია

სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება, თუმცა მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებით კვლავ დაინტერესებულია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რუსეთის შეიარაღებული ძალები თავიანთი ამოცანების შესრულებას აგრძელებენ. ისინი სამხედრო და სამხედრო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ობიექტებზე დარტყმებს განაგრძობენ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, „დარტყმები წარმატებულია, სამიზნეები ნადგურდება და სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება“.
„ამავე დროს, რუსეთი კვლავ დაინტერესებულია მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებით, რათა დასახული მიზნების პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მიღწევა მოხდეს“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ