უნგრეთმა Дружба-ს მილსადენზე იერიშის გამო უკრაინელ მეთაურს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ 28 აგვისტოს განაცხადა, რომ Дружба-ს მილსადენზე თავდასხმის გამო, უნგრეთი იერიშის მოწყობაზე პასუხისმგებელი უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფის მეთაურს, რობერტ ბროვდის (მეტსახელად “მადიარს”) ქვეყანასა და შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალა.
ბოლო კვირების განმავლობაში მ, სულ მცირე, სამი იერიში მიიტანა Дружба-ს მილსადენზე, რომელსაც რუსული ნავთობი უნგრეთიდან სლოვაკეთში გადააქვს, რამაც რუსული ნავთობის მიწოდება რამდენჯერმე დროებით შეაფერხა.
სიიარტოს არ დაუსახელებია იმ მეთაურის სახელი, რომელსაც აკრძალვა შეეხო, თუმცა უნგრეთის პრემიერმინისტრის პოლიტიკურმა დირექტორმა, ბალაზს ორბანმა უნგრულ გამოცემა 444-ს დაუდასტურა, რომ ზომები უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ქვედანაყოფის მეთაურს, რობერტ ბროვდის ეხება.
მანამდე ბროვდიმ, რომელიც ეთნიკურად უნგრელია და მეტსახელად “მადიარით” არის ცნობილი, დაადასტურა, რომ მისი დანაყოფი Дружба-ს წინააღმდეგ დრონებით იერიშის მიტანაზე იყო პასუხისმგებელი. მისი თქმით, სპეცოპერაციის ფარგლებში 14 დრონი-კამიკაძე იყო გამოყენებული.
რუსულ მილსადენზე დარტყმების შემდეგ სიიარტომ მომხდარს “უნგრეთის ენერგოუსაფრთხოებაზე მორიგი თავდასხმა” უწოდა და დაამატა, რომ “ეს ომში ჩვენი ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობაა.”
ამასთან, უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა -ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილიც მისწერა, რომელშიც იგი უკრაინის მხრიდან რუსეთში Дружба-ს მილსადენზე მიტანილი იერიშის გამო ჩივის.
“ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინასა და უნგრეთს შორის მეგობრობას, ახლა ამ მეგობრობის [Дружба-ს] არსებობა უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული,” უპასუხა ზელენსკიმ ჟურნალისტს.
ცნობისთვის, უნგრეთი ნავთობის უდიდეს ნაწილს სწორედ ნავთობსადენი Дружба-ს საშუალებით იღებს, რომელიც უნგრეთსა და სლოვაკეთს რუსულ ნავთობს ბელარუსისა და უკრაინის გავლით აწვდის. Дружба-ს საერთო სიგრძე დაახლოებით 9000 კილომეტრია. ხოლო უნეჩა Дружба-ს ერთ-ერთი საკვანძო სადგურია.