ალექსანდრე ლუკაშენკო – ავტორიტარული სტილით მართვა არ მსურს, მაგრამ ჯერჯერობით სხვაგვარად არ გამოდის

ავტორიტარული სტილით მართვა არ მსურს, მაგრამ ჯერჯერობით სხვაგვარად არ გამოდის, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მოგილევის ოლქში კარტოფილის წარმოების განვითარების შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ავტორიტარული, დიქტატორული სტილით მართვა არ მსურს, მაგრამ ჯერჯერობით სხვაგვარად არ გამოდის“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ამასთან, მისი თქმით, წელს კარტოფილზე ბელარუსის საზღვრებს გარეთ დიდი მოთხოვნა იქნება, მათ შორის რუსეთში.
„მოსავლის აღების კამპანია სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ყველაფერი, რაც მთავრობამ მოითხოვა შესრულებულია. ახლა შედეგი თქვენზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.