კიევზე თავდასხმის გამო გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის ელჩი ანდრეი კელინი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

კიევზე თავდასხმის გამო გაერთიანებულ სამეფოში ს ელჩი ანდრეი კელინი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს ინფორმაციას.

მედიასაშუალება წერს, რომ, როგორც მოსალოდნელია, კელინთან შეხვედრას უწყების მაღალჩინოსნები გამართავენ და არა – მინისტრები.

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 17 და დაშავდა ათობით ადამიანი. მსხვერპლთა შორის ოთხი ბავშვია.

რუსეთის იერიშის შედეგად კიევში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და საბავშვო ბაღები. ერთ-ერთი კორპუსი ნაწილობრივ დანგრეულია.

ასევე, ზიანი მიადგა ში ევროკავშირის დელეგაციის შენობას, ბრიტანული საბჭოსა და „რადიო თავისუფლების“ ოფისებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის დედაქალაქზე იერიშის გამო ევროკავშირმა ბრიუსელში რუსეთის ელჩი გამოიძახა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია