კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობის დაზიანების გამო, ბრიუსელში რუსეთის დროებითი რწმუნებული დაიბარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარ პრესსპიკერზე, ანიტა ჰიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ვადასტურებ, რომ ჩვენ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დავიბარეთ. შეხვედრა დღეს გაიმართება“, – განაცხადა ანიტა ჰიპერმა.
მისი თქმით, „თავდასხმის სამიზნე არცერთი დიპლომატიური მისია არ უნდა გახდეს“.
ამასთან, Sky News-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს, მას შემდეგ, რაც რუსული ძალების მიერ ღამით განხორციელებული იერიშების შედეგად კიევში მდებარე ბრიტანეთის საბჭოს შენობა დაზიანდა.
