ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
„ომი სამხრეთსა და ჩრდილოეთში მალე არ დასრულდება და იგი მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდება“, – ნათქვამია ისრაელის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის ერთობლივ განცხადებაში.
პრემიერის ოფისმა განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის ისრაელის მმართველი პარტიის დეპუტატებთან გამართული ბრიფინგის შემდეგ გაავრცელა.
„იმისთვის, რომ ომი კიდევ მრავალი თვის განმავლობაში გავაგრძელოთ, ჩვენ საერთაშორიო მხარდაჭერა გვჭირდება და მის უზრუნველსაყოფად ვმუშაობთ“, – აცხადებენ ნეთანიაჰუ და გალანტი.