ორშაბათს, ისრაელის მთავრობაში განაცხადეს, რომ მათმა ჯარმა “ჰამასის” წინააღმდეგ, ღაზის სექტორის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებზე საჰაერო შეტევა განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმა განხორციელდა “ჰებოზლას” მერბძოლების წინააღმდეგაც სამხრეთ ლიბანში.
სამხედრო ოპერაციების პარალელურად, ისრაელი ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტისთვის ემზადება. ბლინკენმა თქვა, რომ ერთ-ერთი თემა, რომელსაც ის ისრაელში ყოფნის დროს განიხილავს, იქნება ის, თუ როგორ უნდა აიცილოს ისრაელმა თავიდან ღაზაში სამოქალაქო მსხვერპლი და როგორ უნდა მოხდეს მეტი ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა პალესტინელი სამოქალაქო პირებისთვის.
ბლინკენმა ასევე შეშფოთება გამოთქვა კონფლიქტის რეგიონში გავრცელებასთან დაკავშირებით.
“ესაა კონფლიქტი, რომელიც ადვილად შეიძლება გავრცელდეს, რაც კიდევ უფრ მეტ დაუცველობას და მეტ ტანჯვას მოიტანს”,- განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კვირას.
მიუხედავად ისრაელისადმი ზოგიერთი ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდებისა ცეცხლის შეწყვეტის, ან სამხედრო ოპერაციის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ომი გაგრძელდება.
“ომი მიზნების მიღწევამდე არ უნდა შეწყდეს [ესენია]: “ჰამასის” განადგურება, ტყვეების დაბრუნდება და იმის გარანტირება, რომ ღაზა საფრთხეს აღარ წარმოადგენს ისრაელისთვის”, – თქვა მინისტრთა კაბინეტის ყოველკვირეულ შეხვედრაზე ქვეყნის პრემიერმა.
ისრაელი ღაზაში ომს “ჰამასის” წინააღმდეგ აწარმოებს. ეს ქვეყნის საპასუხო ქმედებაა “ჰამასის” მიერ, 7 ოქტომბერს, ისრაელზე მოულოდნელ თავდასხმაზე. მომხდარის შედეგად, მოკლულია 1,200 ადამიანი. გატაცებულია 240 მძევალი, რომელთაგან 129 კვლავ ტყვეობაში რჩება.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის საპასუხო ომის შედეგად, ღაზას ტერიტორიაზე მოკლულია 22,800 ადამიანი, რომელთა შორის 70% ქალები და ბავშვები არიან.