სი ძინპინი – ჩინეთმა და რუსეთმა თავიანთი უსაფრთხოების ინტერესები ერთობლივად უნდა დაიცვან, გლობალური სამხრეთის ქვეყნები უნდა გააერთიანონ

ჩინეთმა და რუსეთმა თავიანთი უსაფრთხოების ინტერესები ერთობლივად უნდა დაიცვან, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პეკინში, ს სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩინეთმა და რუსეთმა ტრადიციული მეგობრობა უნდა გააგრძელონ და სტრატეგიული ურთიერთნდობა უნდა გააღრმავონ. უფრო სამართლიანი საერთაშორისო წესრიგის შექმნის მიზნით, მხარეებმა თავიანთი უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესები ერთობლივად უნდა დაიცვან“, – განაცხადა სი ძინპინმა.
მისი თქმით, ჩინეთმა და რუსეთმა გლობალური სამხრეთის ქვეყნები „უნდა გააერთიანონ“.
„ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობები მსოფლიო მშვიდობის სტაბილურობის წყაროს წარმოადგენს“, – აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი, 3 სექტემბერში პეკინში დაგეგმილ სამხედრო აღლუმს დაესწრება.