ალექსანდრ სტუბი – ყოველთვის ვახსენებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომ ერთადერთი, ვისაც პუტინი უსმენს, ტრამპია და ერთადერთი, ვისიც მას ეშინია, ტრამპია

ყოველთვის ვახსენებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომ ერთადერთი, რაც პრეზიდენტ პუტინს ესმის, ძალაა, ერთადერთი, ვისაც ის უსმენს, ტრამპია და ერთადერთი, ვისიც მას ეშინია, ტრამპია, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი, არ შეასრულებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეთანხმების პირობებს, რომელიც თავდაპირველად პუტინსა და ზელენსკის ორმხრივ შეხვედრას, შემდეგ კი პუტინს, ზელენსკის და ტრამპს შორის სამმხრივ შეხვედრას ითვალისწინებს, ტრამპი საპასუხო რეაგირებას მოახდენს.
„რა თქმა უნდა, თუ არ შეასრულებს პრეზიდენტ ტრამპთან ორშაბათს მიღწეული შეთანხმების პირობებს, რომელიც თავდაპირველად პუტინსა და ზელენსკის ორმხრივ შეხვედრას, შემდეგ კი პუტინს, ზელენსკის და ტრამპს შორის სამმხრივ შეხვედრას ითვალისწინებს, დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი, ამა თუ იმ გზით, უპასუხებს“, – განაცხადა სტუბმა.
მისი თქმით, -ის პრეზიდენტი ახლა ყურადღებით განიხილავს რუსეთთან დაკავშირებით შემდგომი ქმედებების სტრატეგიას.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!