არქივი25 აგვისტო, 2025, 09:05
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თუშეთში, წოვათის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თუშეთში, წოვათის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხანძრისას არავინ დაშავებულა.
ცნობისთვის, თუშეთში, წოვათის ხეობაში ხანძარი ალპურ ზონაში ბალახს გაუჩნდა.
ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.