ანდრიუს კუბილიუსი – როგორ შეუძლია ვინმეს პუტინთან რაიმეზე მოლაპარაკება, თუ ლავროვი საჯაროდ უარყოფს ყველაფერს, რასაც პუტინი ტრამპს დაჰპირდა

ვინ არის კრემლის ნამდვილი მმართველი: პუტინი თუ ლავროვი? – ასე ეხმაურება ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხის რუსეთის მონაწილეობის გარეშე განხილვას აზრი არ აქვს.
„როგორ შეუძლია ვინმეს პუტინთან რაიმეზე მოლაპარაკება, თუ პუტინისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ ლავროვი საჯაროდ უარყოფს ყველაფერს, რასაც პუტინი ტრამპს ორმხრივ შეხვედრაზე დაჰპირდა. შესაძლოა, პუტინი კრემლის ნამდვილი მმართველი არ არის?“- წერს კუბილიუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ვერ დათანხმდება იმას, რომ უსაფრთხოების, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოების საკითხები რუსეთის ფედერაციის გარეშე გადაწყდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა