“ტროლად და ჯამბაზად ქცეულ გახარიას მივმართავ” – თინა ბოკუჩავა

ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას მიმართავს
“მართლაც რომ ტროლად და ჯამბაზად ქცეულ გახარიას მივმართავ: გორის საკრებულოს თქვენი ფრაქციის წევრები ემალებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრებს, გამორთული აქვთ ტელეფონები, რათა მსვლელობა არ მიეცეს იმპიჩმენტის პროცედურას გორის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის წინააღმდეგ.
ეს არის ის სამარცხვინო მოღალატე, რომელიც ოკუპანტებს, გიორგი ანწუხელიძის მკვლელებს, საქართველოს მაოხრებლებს მშვიდობისმყოფელებს ეძახის, ხოლო ჩვენს გმირ სამხედროებს ხულიგნებად მოიხსენებს.
ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც ეროვნული ღირსების მისხალი გააჩნია, ამ სამარცხვინო მოღალატეს არა მხოლოდ მოხსნიდა, მას პასუხისგებაში მისცემდა ღალატის მუხლით.
მაგრამ ივანიშვილის რუს-ქოცობაში, ეს მოღალატე ოჯახური ბიზნესებით ფულს ხაფავს მათ შორის რუსეთში. მისი სიძე, დის ქმარი, ვინმე ვახტანგ კარიჭაშვილი, უჩა მამაცაშვილთან წილებში ზის.
თუ თქვენც წვრილფეხა კორუფციონერები არ ხართ ან რუს-ქოცების კოლაბორაციონისტები, რატომ დაიმალეთ? დროულად შეუერთდით ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას მოღალატე დავით რაზმაძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით!“
ცნობისთვის, გიორგი გახარიას პარტიამ, ცოტა ხნის წინ, განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ არაა წინააღმდეგი დავით რაზმაძის იმპიჩმენტის.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ გელოვანი: ხელისუფლებამ ჩვენს წინააღმდეგ მასიურად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები, რამაც ფაქტობრივად შეიწირა ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა, მათ შორის, კი ჩემი მხედველობა

კახა კალაძე თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – შეიძლება განვიხილოთ პირდაპირ ზეწოლად საკონსტიტუციო სასამართლოზე, თუმცა სასამართლო დამოუკიდებელია, ისინი იმსჯელებენ, დაეყრდნობიან კონკრეტულ ფაქტებს