მარკო რუბიო – რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობები ორივე მხრიდანაა საჭირო – ეს ადვილი არ არის და შესაძლოა სამართლიანიც კი არ იყოს

ვფიქრობ, ეს ყველაფერი დიდი მომენტი იყო, ნამდვილად უპრეცედენტო, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თეთრ სახლში ორგანიზებული შეხვედრის შესახებ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ყველამ ერთი და იგივე თქვა, ანუ სამწლიანი ერთგვარი ჩიხის შემდეგ, როდესაც არ ხდებოდა მოლაპარაკებები და არ იცვლებოდა გარემოებები, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც, როგორც ჩანს, გარკვეული მოძრაობაა“, – აღნიშნა რუბიომ.
მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის შესაქმნელად როგორც ევროპელ მოკავშირეებთან, ასევე არაევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობს.
„ეს ისეთი რამ იქნება, რაც სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უნდა არსებობდეს, რათა უკრაინამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. მიუხედავად იმისა, რომ რიგი ქვეყნები მზად არიან უკრაინისთვის უსაფრთხოების ასეთი გარანტიები უზრუნველყონ, როგორც უკრაინელებმა გვითხრეს, ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების გარანტია, რაც მათ შეუძლიათ თავიანთი მომავლისთვის დაასახელონ, არის ძლიერი არმიის ყოლა“, – აღნიშნა რუბიომ.
ამასთან, მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად რუსეთსაც და უკრაინასაც ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობებზე წასვლა მოუწევთ.
„ეს ადვილი არ არის და შესაძლოა სამართლიანიც კი არ იყოს, მაგრამ ეს არის ის, რაც ომის დასასრულებლად არის საჭირო“, – განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, როგორი იქნება ეს საზღვრები, პუტინმა და ზელენსკიმ უნდა გადაწყვიტონ და ამერიკის როლი ორ მხარეს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს