დონბასის დათმობა იგივეა, რა აშშ-მა დათმოს ფლორიდა ,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა მედიასთან თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
მან გააკრიტიკა მოსკოვის მოლაპარაკების ტაქტიკა კიევთან მიმართებაში.
„რუსეთის მოთხოვნა, რომ კიევმა დათმოს დონბასის თავისუფალი ნაწილები, წარმოდგენაში რომ ვთქვათ, იგივეა, რაც აშშ-მ უნდა დათმოს ფლორიდა“, – განაცხადა მერცმა.
გერმანიის კანცლერმა ასევე ისაუბრა ჟურნალისტებთან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე.
„[რაც შეეხება] კითხვას, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების გარანტიებში… აბსოლუტურად ნათელია, რომ მთელმა ევროპამ უნდა მიიღოს მონაწილეობა“, – განუცხადა მერცმა მედიას.
