კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას “მხარი დაუჭირა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს”

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „გულწრფელი და ძალიან კონსტრუქციული სატელეფონო საუბარი“ გამართეს. განაცხადა კრემლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
პუტინის საგარეო პოლიტიკის საკითხებში თანაშემწემ იური უშაკოვმა აღნიშნა, რომ დაახლოებით 40-წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა პუტინს ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებების შესახებ აცნობა.
მისი თქმით, რუსეთის ლიდერმა „მხარი დაუჭირა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს“.
CNN-ი წერს, რომ მან თავი აარიდა იმის დადასტურებას, დათანხმდა თუ არა პუტინი ორმხრივ თუ სამმხრივ შეხვედრას.
უშაკოვის თქმით, პუტინმა ასევე კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ტრამპს ალასკაში მასპინძლობისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)