ალექსანდრ სირსკი – ფრონტზე სიტუაცია ძალიან რთულია – პოკროვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით აქტიურ შეტევებს ამზადებს

ფრონტზე სიტუაცია ამჟამად ძალიან რთულია, რუსეთის ფედერაცია შეტევით ოპერაციას აგრძელებს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ამჟამად მტერი გადაჯგუფდება და კონცენტრირდება ორ მთავარ მიმართულებაზე. ეს არის პოკროვსკის მიმართულება, რომელიც რუსებისთვის გადამწყვეტი რჩება. ახლა მტერს თავისი ქვედანაყოფები სუმიდან ზაპოროჟიეს მიმართულებით გადაჰყავს. ანუ ეს იქნება მეორე მიმართულება, სადაც მტერი აქტიური შეტევითი მოქმედებების დაწყებას გეგმავს“, – აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ზაპოროჟიეს მიმართულებით დაბალი ინტენსივობის მოქმედებები გრძელდება, თუმცა ოკუპანტები ცდილობენ იქ ძლიერი დარტყმის მიყენებას, რაც ერთი წლის წინ იყო დაგეგმილი.
„გახსოვთ, რომ კურსკის ოპერაციამ უბრალოდ ჩაშალა მათი გეგმები“, – აღნიშნა სირსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

“პრემიერ-მინისტრს ვუთხარით, რომ მინიმუმ უნდა განიხილონ პატიმრების გათავისუფლება, რომლებმაც განაჩენის მინიუმ 50% გაატარეს ციხეში – ისინი ციხეში არიან, ვინაიდან, პოლიტიკურ საქმიანობით იყვნენ დაკავებული”

გიორგი ვაშაძე – თუ საფრთხეს ნამდვილად აღიქვამ, სუს-ში კი არ დაიბარებდი ექსპერტულ საზოგადოებას – როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, ერთად უნდა ვმუშაობდეთ, ქვეყნის შიგნით კი არ ვეძებდეთ მტერს