რიაზანის ოლქში სამხედრო ქარხანაში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის რიაზანის ოლქში მდებარე სამხედრო ქარხანაში აფეთქებას, მინიმუმ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 130 კი დაშავდა. ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.
მომხდარის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება. მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანის ამოყვანა უკვე შეძლეს.
18 აგვისტო რეგიონში გლოვის დღედ გამოცხადდა.
აფეთქება დენთის მწარმოებელი ქარხანაში გასულ წელსაც მოხდა. 2021 წლის ოქტომბერში ხანძარს 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
გუშინდელმა აფეთქებამ ქარხნის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, რომლის ჩაქრობაზეც სახანძრო ბრიგადები და სპეცრაზმი ამ დრომდე მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან