თედო აბრამოვის ადვოკატი – ველოდი გამამართლებელ გადაწყვეტილებას, იქიდან გამომდინარე, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალები რეალურად იყო გაყალბებული

გულწრფელად გეტყვით, რომ მე ველოდი თედო აბრამოვის მიმართ გამამართლებელ გადაწყვეტილებას იქიდან გამომდინარე, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალები რეალურად იყო გაყალბებული! – კარგია, რომ სასამართლომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება,- ამის შესახებ ადვოკატმა ინგა ჯაბანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
თედო აბრამოვი, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით იყო დაკავებული, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. ადვოკატის განმარტებით, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ საქმეში აბრამოვის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობდა.
„საქმეში მტკიცებულებები არ იყო, 8 თვის განმავლობაში ამას ვლაპარაკობდით. თეოდორე აბრამოვს თავიდანვე, რა ვერსიაც ჰქონდა, მის დასადასტურებლად არაერთი მტკიცებულება წარვადგინეთ. თეოდორე აბრამოვი თავიდანვე ამბობდა, რომ მისი უფლებები იყო შელახული, ჩხრეკა კანონდარღვევით ჩაუტარდა, არ არსებობდა არანაირი სტანდარტი არც ბრალის წაყენების და მით უმეტეს, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. არ არსებობდა ნეიტრალური მტკიცებულება, ვიდო-გადაღება, მაშინ, როდესაც პოლიციის თანამშრომლებს ამის საშუალება ჰქონდათ. ეს გამოიკვეთა სასამართლოს განხილვების დროს. გულწრფელად გეტყვით, რომ მე ველოდი ამ გადაწყვეტილებას იქიდან გამომდინარე, რომ სიახლის სამართლის საქმის მასალები რეალურად იყო გაყალბებული! ჩვენც, რა თქმა უნდა, ანალიზი შეგვიძლია და ამ საქმის ანალიზიდან გამომდინარე დარღვევები იყო, სამართალდამცავების მხრიდან ცრუ ჩვენების მიცემა გამოიკვეთა სასამართლოში, ანუ ფაქტები იყო ერთმანეთის საწინააღმდეგო და ვვარაუდობდით, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიეღო სასამართლოს და კარგია, რომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება“,- განაცხადა ინგა ჯაბანიშვილმა.
შეგახსენებთ, თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს.თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას