ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო – ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი, თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო – ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
მისი განმარტებით, სამართალდამცველებს შეეძლოთ ეწარმოებინათ ვიდეო გადაღება, ნეიტრალური მოწმე წარმოედგინათ საქმეში, რაც ეჭვგარეშე გახდიდა საქმეს, ასევე იმისთვის, რომ ბრალდებულის ჩხრეკის მიმართ ნდობა ყოფილიყო.
შეგახსენებთ, თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს.
თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?