შსს-მ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 1998 წელს დაბადებულმა ჩ.გ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთა. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-მარნეულის გზაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ავტომობილით გადაადგილდებოდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მივიღეთ უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით – 2026 წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება