დავით ჩხეიძე: არასდროს ყოფილა ამდენად მხარდაჭერილი რუსეთის პირისპირ და არასდროს ყოფილა ამდენად იზოლირებული და დასუსტებული

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე:
ჩემი მოლოდინი უკრაინასთან დაკავშირებით არ შეცვლილა – ამ ომიდან გამარჯვებული ვერ გამოვა.
მაგრამ აუცილებლად გამოაცხადებს თავს გამარჯვებულად, ისევე როგორც მისი პროპაგანდა.
რუსეთის გულშემატკივრები საქართველოშიც შეგვიღონებენ გულს, რომ უკრაინამ არაფერი მოიგო;
მაგრამ ეგ იქნება პუტინისტური რეჟიმის თავდაცვა, რომ თავი შეინარჩუნოს სახლში.
დღევანდელი შეხვედრის საუკეთესო შედეგად მივიჩნევდი, რომ ომი გაჩერდეს;
უკრაინამ შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა და არ დადოს არავითარი პირობა საგარეო ალიანსებში გაუწევრიანებლობის შესახებ.
აღმოსავლეთის რამდენიმე ოლქი და დიდი ალბათობით დროებით დარჩება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ;
როგორც მუდმივი განხეთქილების ვაშლი რუსეთსა და უკრაინას შორის.
ომის დასრულება აუცილებლად გააჩენს უკრაინის აღორძინებისა და ახალი – არა ნაომარი – ხელისუფლების საჭიროებას.
პუტინის რეჟიმს ყველაზე მეტად ეშინოდა ანტი-რუსეთის შექმნის და ყველაფერი გააკეთა მის შესაქმნელად.
პრეზიდენტ დ.ტრამპს ახასიათებს სხვა ტიპის ურთიერთობა საზოგადოებასთან.
ინფორმაციით გაჯერებულ და ინერტულ საზოგადოებას ის შოკებით ამახვილებინებს ყურადღებას („გრენლანდია ჩვენია“, „მივდივარ რუსეთში“ – ალასკა ადრე რუსეთი იყო);
და შემდეგ მიყვება დადგენილ სტრატეგიულ ხაზს. მსგავსის მოლოდინი მაქვს ამ შეხვედრაზეც.
არასდროს ყოფილა ამდენად მხარდაჭერილი რუსეთის პირისპირ და რუსეთი არასდროს ყოფილა ამდენად იზოლირებული და დასუსტებული.
ვილოცოთ ძლიერი უკრაინისთვის, ის ჩვენი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი თავდები იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია