ევროკომისია სექტემბერში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის დამტკიცებას გეგმავს

ევროკომისია აპირებს, სექტემბერში ს წინააღმდეგ სანქციების შემდეგი პაკეტის დამტკიცებას მიაღწიოს ში მისი ომის გამო, განაცხადა ხუთშაბათს ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს პრესსამსახურმა. დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.
ეს იქნება შეზღუდვების მე-19 პაკეტი, რომლებსაც ევროკავშირი უწესებს რუსეთის ხელმძღვანელობას. წინა სანქციებმა გავლენა მოახდინა რუსეთის ეკონომიკაზე, მრეწველობის საკვანძო დარგებზე, იარაღის მიწოდების ჯაჭვებზე, ასევე უკრაინაში ომთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირებზე.
ევროკავშირის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სანქციების მიზანია, შეძლებისდაგვარად შეამციროს რუსეთის უნარი, გააგრძელოს ომი, რომელიც სამ წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს.
ევროკავშირის სანქციები ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ბლოკის ყველა წევრი სახელმწიფო დაამტკიცებს. წარსულში შიდა დებატებმა არაერთხელ შეაყოვნა ეს პროცესი, განსაკუთრებით სა და უნგრეთის პოზიციების გამო. ამ ქვეყნების მთავრობებს კრემლთან დაახლოებული პოლიტიკოსები ხელმძღვანელობენ. DPA-ს ცნობით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, მოახერხებენ თუ არა მე-19 პაკეტის განხილვისა და მიღების ვადების დაცვას.
ფორუმი