ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთის პრემიერთან შეხვედრის დეტალებზე წერს

უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერთან “კარგი და პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა”. მისი თქმით, განაგრძობენ პოზიციების კოორდინაციას.
X-ზე პოსტში ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ, 13 აგვისტოს, -ის პრეზიდენტისა და ევროპელი ლიდერების ჩართულობით გამართულ სამიტსაც გამოეხმაურა და დაწერა, რომ გუშინ პარტნიორებთან ერთად, დღეს კი დიდი ბრიტანეთის პრემიერთან, ორმხრივ ფორმატში განიხილა ალასკაში დაგეგმილი შეხვედრის მოლოდინები და შესაძლო პერსპექტივები.
“ასევე, საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდობის ჭეშმარიტი გამძლეობა უზრუნველყონ, თუ აშშ შეძლებს რუსეთზე ზეწოლას, შეწყვიტოს მკვლელობები და ჩაერთოს ნამდვილ, არსებით დიპლომატიაში. მნიშვნელოვანია, ნების კოალიციის ფარგლებში, ყველამ შევძლოთ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ეფექტური ფორმატის მიღწევა”, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.