2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევსა და სომხეთის პრემიერ ფაშინიანთან გამართული შეხვედრების შედეგებზე და იმაზე, სავარაუდოდ, როგორ აისახება მომხდარი სამხრეთ კავკასიის რეგიონზე “ინტერპრესნიუსი“ კავკასიური პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორს, ახმედ ალილის ესაუბრა.
– ბატონო ახმედ, ფაქტია, რომ თეთრ სახლში აშშ-სა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერ ფაშინიანის შეხვედრა შედგა. თუ როგორ და რა შედეგებით დასრულდა ეს შეხვედრა, ამაზე ახლა ბევრი იწერება და დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი დაიწერება.
ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება, რადგან ამ შეხვედრას დამკვირვებელთა უმრავლესობა უკვე მოიხსენიებს ისტორიულ შეხვედრად. მოდით, საუბარი ვაშინგტონში, თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის მონაწილოებით აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ ფაშინიანის შეხვედრის შედეგებით დავიწყოთ.
ანუ იმაზე, რაც აზერბაჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის მოგვარებას ეხება და შემდეგ სხვა საკითხებსაც შევეხოთ. თქვენი აზრით რა მოხდა 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგონში?
– ის, რაც 2025 წლის 8 აგვიტოს ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპთან აზერბაიჯანის პრეზიდენ ალიევსა და სომხეთის პრემიერ ფაშინიანს შორის მოხდა, გახლდათ ლოგიკური დასასრული იმისა, თუ რა მიმართულებით ვითარდებოდა პროცესები ერთი მხრივ აშშ-სა და აზერბაიჯანს, მეორე მხრივ აშშ-სა და სომხეთს შორის.
აზერბაჯანსა და სომხეთს შიორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი აუცილებლად მოეწერება, მაგრამ მანამდე მხარეებმა აშშ-თან ორმხრვი ურთიერთობების გაღრმავების, განვითარებისა სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ მემორანდუმებს მოაწერეს ხელი.
აზერბაიჯასა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებისთვის ფონი და გარკვეულ წილად სამართლებრივი ბაზა და პლატფორმა შეიქმნა. უკვე შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელის მოწერა მხოლოდ ტექნიკური საკითხია.
აზერბაჯანსა და სომხეთს შიორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი აუცილებლად მოეწერება, მაგრამ მანამდე მხარეებმა აშშ-თან ორმხრვი ურთიერთობების გაღრმავების, განვითარებისა სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ მემორანდუმებს მოაწერეს ხელი
სომხეთმა უნდა მოახდინოს ცვლილებების განხორციელება თავის კონსტიტუციაში, და მხარეები უნდა გამოვიდნენ ეუთოს მინსკის ჯგუფისაგან. ყველაფრიდან კარგად ჩანს, რომ მხარეებმა პრაქტიკულად შეათანხმეს ყველა დეტალი რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიან ურთიერთობებსა და მომავალში კეთილმეზობლურ ურთიერთობების დამყარებას ეხება.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა განაცხადეს რომ გამოდიან ეუთოს მინსკის ჯგუფიდან, რომელშიც აზერბაიჯანისა და სომხეთის გარდა იყვნენ საფრანგეთი, რუსეთი და აშშ. ამ ე.წ. მინსკის ჯგუფიდან აზერბაიჯანი, სომხეთი და აშშ გამოვიდნენ, ახლა უკვე გაუგებარია, ამ ჯგუფის ფარგლებში ვინ ვის უნდა ესაუბროს. ესეც გახლავთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის აქამდე არსებული კონფლიქტის ლოგიკურად დასრულების დაწყება.
ცნობილია ისიც, რომ ზანგეზურის კორიდორზე კონტროლი მესამე ძალის პროტექტორატის ქვეშ იქნება. აზერბაიჯანს ექნება საშუალება ამ კორიდორის საშუალებით წინააღმდეგობისა და პრობლემების გარეშე განახორციელოს ტვირთების ტრანზიტი.
ზანგეზურის კორიდორზე კონტროლი მესამე ძალის პროტექტორატის ქვეშ იქნება. აზერბაიჯანს ექნება საშუალება ამ კორიდორის საშუალებით წინააღმდეგობისა და პრობლემების გარეშე განახორციელოს ტვირთების ტრანზიტი
როგოროც ვთქვი, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას მას შემდეგ მოეწერება ხელი, როგორც კი სომხეთში მორიგი არჩევნები ჩატარდება და ახალი პარლამენტი სომხეთის კონსტიტუციაში შეიტანს იმ ცვლილებას, რაც ყარაბაღს ეხება.
– დამკვირვებელთა შეფასებით ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მნიშვნელობა ექნება.
გვახსოვს, რომ ამ კორიდორზე კონტროლის პრეტენზიები რუსებს ჰქონდათ. ახლა კი ვნახეთ, რომ მასზე კონტროლს ამერიკული კომპანია განახორციელებს.
სავარაუდოდ, რა გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ კორექტივებს შეიტანს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ცხოვრებაში ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით მიღებული გასაწყვეტილება?
– რაც შეეხება რუსეთს. რუსეთს უნდა შეესრულებინა ის ვალდებულებები, რომელიც მას აზერბაიჯან-სომხეთს შოროს ომის დასრულების შემდეგ უნდა შეესრულებინა. ომის დასრულების შემდეგ რუსეთი 5 წელი ცდილობდა, რომ თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ერთმანეთს შორის მოეგვარებინა პრობლემები და შემდეგ მოეწვიათ რუსეთი, როგორც ქვეყანა, რომელიც ზანგეზურის კორიდორზე მონიტორინგს განახორციელებდა.
ამავე წლებში რუსეთს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ზანგეზურის კორიდორის ამუშავებით დაინტერესებულ ქვეყნებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ. ახლა ასეთ სურათს ვიღებთ – თუ მანამდე სომხეთ-ირანის საზღვრის მონაკვეთზე, რომელზეც კონტროლს სსრკ-ს დაშლამდე ჯერ სსრკ-ს, ხოლო შემდეგ რუსეთს ჰქონდა, ახლა, ამერიკელები განახორციელებენ.
თუ მანამდე სომხეთ-ირანის საზღვრის მონაკვეთზე, რომელზეც კონტროლს სსრკ-ს დაშლამდე ჯერ სსრკ-ს, ხოლო შემდეგ რუსეთს ჰქონდა, ახლა, ამერიკელები განახორციელებენ
გასაგებია, რომ ეს არ იქნება ზანგეზურში ამერიკელების სამხედრო ბაზა, მაგრამ, ისიც ცხადია, რომ ზანგეზურის კორიდორში იქნება ამერიკული ინფრასტრუქტურა. სხვა საკითხია, მას რა სამხედრო დანიშნულება ექნება, მაგრამ, თავად ფაქტი იმისა, რომ ზანგეზურის კორიდორში ამერიკელები ჩადგებიან, ეს ძალიან სერიოზულად იმოქმედებს არა მარტო სამხრეთ კავკასიაში რუსეთის რეპუტაციაზე.
თუ მანამდე მხოლოდ ანალიტიკურ წრეებში საუბრობდნენ იმაზე, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენები მცირდება, ახლა სამხრეთ კავკასიაში ჩნდება ამის მატერიალიზებული განხორციელება.
ზანგეზურის კორიდორში იქნება ამერიკული ინფრასტრუქტურა. სხვა საკითხია, მას რა სამხედრო დანიშნულება ექნება, მაგრამ, თავად ფაქტი იმისა, რომ ზანგეზურის კორიდორში ამერიკელები ჩადგებიან, ეს ძალიან სერიოზულად იმოქმედებს არა მარტო სამხრეთ კავკასიაში რუსეთის რეპუტაციაზე
სამხრეთ კავკასიაში გამოჩნდნენ სხვა მოთამაშეები. მხედველობაში მყვანან ამერიკელები, რომლებიც ჩადგებიან სუვერებული სომხეთის ტერიტორიაზე და უზრუნველყოფენ აზერბაიჯანული ტვირთების ტრანზიტს. ეს სამხრეთ კავკასიის მთელი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ფაქტორია.
– როგორც ბევრი აღნიშნავს, 8 აგვისტოს თეთრ სახლში შეხვედრით შეიქმნა პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსების გარეშე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პრეცედენტი.
მანამდე მოსკოვი აზერბაიჯანისა და სომხეთის საშუალებით ცდილობდა სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან აშშ-სა და დასავლეთის გავლენების შემცირებას, რიგ შემთხვევაში განდევნასაც კი.
ახლა შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ კავკასიის ორი სახელმწიფო აზერბაიჯანი და სომხეთი მნიშვნელოვან წილად პირობითი დასავლეთისკენ არიან შეტრიალებული?
– დიახ, ასეა. ის რაც ახლა საქართველო-ევროკავშირს, საქართველო-აშშ-ს შორის ხდება, ნორმიდან ამოვარდნილია. ასე, რადგან საქართველოს ევროკავშირთან და აშშ-თან წლების მანძილზე ჰქონდა პოზიტიური დამოკიდებულების გამოცდილება. მათ ყოველთვის ჰქონდათ შესაძლებლობა ჰქონოდათ ურთიერთობების მაღალი დონე. ახლა ასე გამოდის – პირობით დასავლეთთან ურთიერთობებს საქართველოს ურთიერთობებს დასავლეთთან უერთდებიან აზერბაიჯანი და სომხეთი.
ის, რაც ახლა საქართველო-ევროკავშირს, საქართველო-აშშ-ს შორის ხდება, ნორმიდან ამოვარდნილია. ასე, რადგან საქართველოს ევროკავშირთან და აშშ-თან წლების მანძილზე ჰქონდა პოზიტიური დამოკიდებულების გამოცდილება. მათ ყოველთვის ჰქონდათ შესაძლებლობა ჰქონოდათ ურთიერთობების მაღალი დონე. ახლა ასე გამოდის – პირობით დასავლეთთან ურთიერთობებს საქართველოს ურთიერთობებს დასავლეთთან უერთდებიან აზერბაიჯანი და სომხეთი
აზერბაიჯანმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი აშშ-თან. შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ აშშ-სა აზერბაიჯანს, აშშ-სა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე. გამოდის რომ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა აშშ-თან გაფორმებული ექნებათ დოკუმენტი, რომელშიც ფიგურირებს სიტყვათა წყობა „სტრატეგიული პარტნიორობა“.
პრაქტიკულად გამოდის, რომ მთელი სამხრეთ კავკასია პირობითი დასავეთისთვის არის პლატფორმა, რომელშიც უნდა განვითარდეს სატრანპორტი ხაზები. ეს სხვათა შორის, შუა აზიის ქვეყნებსაც ეხებათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დასავლეთთან ურთიერთობას თვალს ყურადღებით და გარკვეული იმედებით ადევნებენ თვალს კასპიის ზღვის შუა აზიის ქვეყნების ნაპირებიდანაც.
აზერბაიჯანმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი აშშ-თან. შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ აშშ-სა აზერბაიჯანს, აშშ-სა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე. გამოდის რომ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა აშშ-თან გაფორმებული ექნებათ დოკუმენტი, რომელშიც ფიგურირებს სიტყვათა წყობა „სტრატეგიული პარტნიორობა“
ისინიც ხედავენ, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში სერიოზული ცვლილებები ხდება და მათაც უნდათ თავისი სუვერენულობის ხარისხის გაზრდა. ეს ცვლილებები დიდ გავლენას იქონიებს შუა აზიის ქვეყნების დამოკიდებულებაზე ევროკავშირთან მიმართებაში.
– აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „გაყინავს“ აზერბაიჯანთან დაკავშირებით მიღებულ # 907 შესწორებას.
იქნებ, ჩვენი მკითხველისთვის დააზუსტოთ, რას ნიშნავს აზერბაიჯანისთვის აშშ-ს მიერ დაწესებული 907-ე შესწორების „გაყინვა“?
– აშშ-მ აზერბაიჯანთან მიმართებაში 1992 წელს მიიღო 907-ე შესწორება. ეს ის პერიოდია, როცა აზერბაიჯანი დიპლომატიურ ფორმატებში ნაკლებად იყო წარმოდგენილი. ეს ის პერიოდია, როცა აზერბაიჯანი ომს აწარმოებდა ყარაბაღში და ებრძოდა სომხეთს, რომელსაც მაშინ მხარს აქტიურად უჭერდა რუსეთი და ამ ომს აგებდა.
ამ ფონზე, 90-იან წლებში ამერიკაში სომხურმა ლობიმ შეძლო ამერიკელი პოლიტიკოსების იმაში დარწმუნება, რომ სომხეთი აზერბაიჯანული საფრთხის წინაშეა და საჭიროა საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის შეზღუდვა. ამ შეზღუდვის შესაბამისად აშშ-მ მიიღო გადაწყვეტილება რომ აზერბაიჯანი აშშ-გან არ მიიღებდა სამხედრო დახმარებას.
90-იან წლებში ამერიკაში სომხურმა ლობიმ შეძლო ამერიკელი პოლიტიკოსების იმაში დარწმუნება, რომ სომხეთი აზერბაიჯანული საფრთხის წინაშეა და საჭიროა საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის შეზღუდვა. ამ შეზღუდვის შესაბამისად აშშ-მ მიიღო გადაწყვეტილება რომ აზერბაიჯანი აშშ-გან არ მიიღებდა სამხედრო დახმარებას
მაშინ ისევ სომხური ლობის მცდელობით გავრცელებული იყო აზრი, რომ აზერბაიჯანი თავს დაესხა სომხეთს და ასე შემდეგ. არადა, გვახსოვს, რომ პირიქით იყო. სომხეთი რუსეთის მხარდაჭერით ებრძოდა აზერბაიჯანს და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სომხეთმა ყარაბაღის გარდა დაიკავა აზერბაიჯანის 6 რაიონი.
ამ ცვლილებას მხარს უჭერდნენ 1992 წლიდან მოყოლებული აშშ-ს ყველა პრეზიდენტები. ყველა ახალი პრეზიდენტი ხელს აწერდა ამ ცვლილებების გაგრძელებას. მაგრამ, 2020 წლის შემდეგ, როცა აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა ყარაბაღზე, აზრი დაკარგა ამ ცვლილების არსებობამ.
ეს გააცნობიერეს აშშ-ს პოლიტიკურმა წრეებმა, მათ შორის ტრამპის რესპუბლუკურმა პარტიამ, რომელსაც ახლა უმრავლესობა ჰყავს აშშ-ს ორივე პალატაში. ტრამპის მიერ 907-ე ვცილები გაუქმების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, როცა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერება ხელი.
ტრამპის მიერ 907-ე ვცილები გაუქმების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, როცა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერება ხელი
– ჩვენ, რუსეთის ახლო სამეზობლოს ქვეყნები საბჭოური წარსულიდან მოვდივართ და კარგად გვესმის, მას შემდეგ რაც 2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში მოხდა, რა ემოციები და განწყობები შეიძლება არსებობდეს რუსეთის პოლიტიკურ წრეებში.
ამგვარი განწყობებისა და ემოციების გაგრძელება შეიძლება იყოს რუსეთის სურვილი რამდენადაც ეს შესაძლებელია მაქსიმალურად მოხდეს აზერბაიჯანსა და სომხეთში პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია.
თუ, როგორც ამბობენ უკრაინა-რუსეთის ომი გარკვეული ფორმით დასრულდა, ამის შემდეგ რუსეთს სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის მეტი შესაძლებლობა ექნება.
რამდენად დიდია იმის ალბათობა რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში შეეცადოს ვითარების დესტაბილიზაციას აზერბაიჯანსა და სომხეთში?
– რუსეთს სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობები ექნება. რუსეთს ძალიან დიდი ხანი აკეთებდა იმას, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვა მოთამაშეები არ შემოსულიყვნენ.
გვახსოვს, სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებთან დაკავშირებით რას გვთავაზობდა რუსეთი. აზერბაიჯანულ-სომხურ კონფლიქტთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების მონაწილეობით რომ ჯგუფი შეიქმნა, იმასაც კი „მინსკის ჯგუფი“ ერქვა.
სხვათა შორის, შუა აზიაში კონფლიქტი რომ იყო ორ შუა აზიურ ქვეყანას შორის იქაც ანალოგიურად „ასტანის ჯგუფი“ არსებობდა. მანამდე გვახსოვს „ბიშკეკის პროტოკოლი“. ყველა ამგვარ ფორმატებში რუსეთს ყოველთვის ჰქონდა დიპლომატიური უპირატესობები და პოსტსაბჭოთა კონფლიქტებში პროცესები რუსული სცენარით ვითრდებოდა.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოწესრიგებაზე ხელი სამხრეთ კავკასიისგან და პოსტსაბჭოთა სივრციდან ძალიან შორს, ოკეანის გაღმა მოეწერა. ვაშინგტონი არც მინსკია, არც ასტანა და არც ბიშკეკი.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოწესრიგებაზე ხელი სამხრეთ კავკასიისდან და პოსტსაბჭოთა სივრციდან ძალიან შორს, ოკეანის გაღმა მოეწერა. ვაშინგტონი არც მინსკია, არც ასტანა და არც ბიშკეკი
როცა პოსტსაბჭოთა სივრცის კონფლიქტებთან დაკავშირებით პროცესები რუსული სცენარით აშკარად აღარ მიდიოდა, რუსეთი სხვადასხვა გზებით ცდილობდა ჩარევას. 90-იანების შუა წლებში როცა სომხეთი შეეცადა აზერბაიჯანთან დაახლოებას, გვახსოვს რაც მოხდა სომხეთის პარლამენტში. პოლიტიკას ჩამოაშორეს პრაქტიკულად ყველა ვინც ამას ცდილობდა. შემდეგ წლებში სომხეთის მმართველობაში ისეთი პოლიტიკოსები იყვნენ, ვინც რუსეთზე სრულად იყვნენ დამოკიდებული.
ეს შემთხვევა იმის გამო გავიხსენე, რომ თუ რუსეთმა საჭიროდ ჩათვალა, ყველა ზომაზე შეიძლება წავიდეს თავისი ინტერესების გასატარებლად. ამიტომ, მას შემდეგ, რაც 8 აგვისტოს ვაშინგტონში მოხდა, არ გამოვრიცხავ რომ რუსეთმა აზერბაიჯანში დაწყოს აზერბაიჯანულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანა. არც იმას გამორრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი




