თევზაძე: ჩვენთვის ნომერი არ არის მთავარი, მთავარია, ქართული ოცნების და მისი ბანდის დამარცხება

იმის ფონზე, როცა საქართველოში, ერთი-მეორის მიყოლებით პოლიტპატიმრებს უსჯიან სასჯელს. ქართულმა ოცნებამ, რუსულმა რეჟიმმა და მისმა ბანდამ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ჰქვია, გადაწყვიტა, კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს წაართვას საარჩევნო ნომერი. ნომერი არ აძლევს პოლიტიკურ პარტიას ლეგიტიმაციას, ლეგიტიმაციას მას აძლევს ხალხი და ის სამართლიანი , რომლებიც აუცილებლად ჩატარდება ამ ქვეყანაში.
დღეს ჩვენ ე.წ. არჩევნებში ვხედავთ ქართულ ოცნებას და 16 სისტემური ოპოზიციის ნაწილს, რომლებმაც გადაწყვიტეს ბიულეტენში შეიტანონ ნომერი 4 და რომელიღაც ოპოზიციურად წოდებულ პარტიას მიაღებინონ ამ ნომრით მონაწილეობა.
ჩვენთვის ნომერი არ არის მთავარი. ჩვენთვის მთავარია, ქართული ოცნების და იმ კრიმინალური ბანდის დამარცხება, რომელიც საქართველოს საუკუნოვან ისტორიულ ფუნქციას აკარგვინებს. შემდეგი არჩევნები იქნება აუცილებლად სამართლიანი და აუცილებლად გაუქმედება ამ ე.წ. არჩევნების შედეგები.