გრიგოლ გეგელია: დღეს ვაშინგტონში ისტორია იწერება, მაგრამ ამ ისტორიის ნაწილი არ არის საქართველო

“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, დღეს, -ის პრეზიდენტის ს შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულებას აწერენ ხელს, რომელიც ცვლის და გარდაქმნის მთელი რეგიონის პოლიტიკას, თუმცა ამის ნაწილი არ არის საქართველო.
მისი თქმით, ასეთ მნიშვნელოვან დროს, “ქართული ოცნება”, რომელსაც აღარ აქვს სტრატეგიული ურთიერთობები ვაშინგტონთან, თურქმენეთში იმყოფება და ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყნების კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.
დღეს ვაშინგტონში ისტორია იწერება, მაგრამ ამ ისტორიის ნაწილი არ არის საქართველო. პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით აზერბაიჯანი და სომხეთი ხელს აწერენ ისტორიულ სამშვიდობო ხელშეკრულებას, რაც ფუნდამენტურად ცვლის და გარდაქმნის მთელი რეგიონის პოლიტიკასა და რეგიონულ დინამიკას. სრულდება მრავალათწლეულიანი კონფლიქტი და იბადება ახალი ეკონომიკური და უსაფრთხოების არქიტექტურა, რასაც ექნება უდიდესი გავლენა მთელს ჩვენს რეგიონზე. მათ შორის საქართველოს გეოპოლიტიკურ ველზე და ფუნქციაზე ამ რეგიონის წიაღში. სად არის ამ დროს საქართველო? არსად. დე ფაქტო ხელისუფლება, რომელსაც აღარ აქვს სტრატეგიული ურთიერთობები ვაშინგტონთან, რომელიც არ მიიწვიეს ში გამართულ უმნიშვნელოვანეს ფორმატში, იმყოფებოდა თურქმენეთში, სადაც ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყნების კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას. უზღვო სახელმწიფოთა შეხვედრას არ ესწრებოდა არც აზერბაიჯანისა და არც სომხეთის პირველი პირები. ისინი ვაშინგტონში იმყოფებიან, სადაც რეგიონის ახალ ისტორიას ქმნიან. სამაგიეროდ, უზღვოო სახელმწიფოთა შეხვედრას ესწრებოდა იმ სახელმწიფოს დე ფაქტო პრემიერი, რომელსაც გააჩნია 310-კილომეტრიანი სანაპირო და რომლის ჰიმნშიც “ცისკრის ვარსკვლავი” სახელოვნად ბრწყინდება ორ ზღვას შუა. ასე კომიკურად გამოიყურება “ქართული ოცნების” განწირული მცდელობები აწარმოოს ე.წ. მულტივექტორული პოლიტიკა, რაც მას ისევე არ გამოსდის, როგორც არ გამოსდის მშვიდობისა ან კეთილდღეობის შექმნა. “ქართულმა ოცნებამ” გაანადგურა სტრატეგიული ურთიერთობები აშშ-სთან, მოსპო ურთიერთობები ევროპული კავშირის სახელმწიფოებთან, მაგრამ არც იმის ნიჭი აღმოჩნდა, რომ საპირწონედ რამე შეეთავაზებინა ღარიბი ერისთვის, რომელიც ელის განვითარების პერსპექტივას. დღეს ქართული ეროვნული ხელისუფლება ყველა იმ მაგიდასთან უნდა იჯდეს, სადაც წყდება ახალი მსოფლიოს ბედი და სადაც ყალიბდება ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა. იზოლაციონისტი ხელისუფლება არ იმყოფება არც ერთ მაგიდასთან, არ აწარმოებს არც ერთ მოლაპარაკებას და არ ზრუნავს იმისთვის, რომ ყველა ქართველი მოქალაქის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური უფლებები იყოს დაცული,” – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.