ს პრეზიდენტის თანაშემწე – რუსეთი და უახლოეს დღეებში ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ შეთანხმდნენ

რუსეთი და უახლოეს დღეებში ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
იური უშაკოვის ცნობით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, სა და ს შეხვედრის ჩატარების ადგილიც შეთანხმებულია და იგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„ამერიკული მხარის წინადადებით, მიღწეულ იქნა შეთანხმება უახლოეს დღეებში უმაღლესი დონის ორმხრივი შეხვედრის გამართვის შესახებ, კერძოდ, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის შესახებ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.
ამასთან, უშაკოვის თქმით, გუშინ, კრემლში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სამმხრივი შეხვედრის გამართვის „ვარიანტი უბრალოდ ახსენა, თუმცა, რუსულმა მხარემ ეს უკომენტაროდ დატოვა“.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა