კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. მე-19 ტურის ორი მატჩი გაიმართა და ორივე შეხვედრაში იმ გუნდმა მოიგო, რომელიც კაცნაკლული თამაშობდა. თელავმა დაამარცხა იბერია 1999, რომელსაც ზედიზედ 30 შეხვედრა არ ჰქონდა წაგებული. და წყალტუბოს სამგურალმა სძლია ფოთის კოლხეთი 1913-ს.
იბერია 1999 2:3 თელავი
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა და ლიდერმა 30-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. თელავმა მოახერხა ამის გაკეთება, იბერიელებს თბილისში 3:2 მოუგო და ბოლოდან ბოლოსწინა ადგილზე გადავიდა.
ისიც დავწეროთ, რომ გია გეგუჩაძე დაუბრუნდა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას. მან იბერია 1999-ის მწვრთნელის პოტზე შეცვალა ლევან კორღალიძე, რომელის ხელშიც გუნდი შარშან ჩემპიონი გახდა და წლეულსაც წაუგებლად ლიდერობდა, მაგრამ გუნდი ევროტურნირებზე გამოვიდა წარუმატებლად.
დავუბრუნდეთ დღევანდელ თამაშს. სწრაფი გოლი გავიდა: გიორგი ტაბატაძის ჩაწოდებულს მოჰყვა განელი დერეკ აგიაკვას თავური და იბერია 1999 დაწინაურდა.
32-ე წუთზე თელავის მდგომარეობა თითქოს დამძიმდა, რადგან ტატო ჟივიძემ მეორე გაფრთხილება მიიღო და გააძევეს. თუმცა მალევე, თელაველთა მარცხენაფლანგელმა ფირუზ გაბიტაშვილმა ახლოდან ძლიერი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში – 1:1.
პირველი ტაიმის ბოლოს კიდევ ორი გოლი ვნახეთ. ისევ მასპინძლები გავიდნენ წინ, როცა გურამ გოშთელიანის პასის მერე ნიკოლოზ დადიანმა მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი… ეს დადიანის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
მერე კი თელავიდან გაათანაბრა ჯადული იობაშვილმა: მან ანდრია დევდარიანის პასით ახლოდან გაიტანა.
მეორე ტაიმში კი თელავმა სულაც მოიგო. 85-ე წუთზე მიხეილ ბაშელეიშვილმა ცაციით ძლიერად დაარტყა და გიორგი მაკარიძემ რეაგირება ვერ მოახდინა – 2:3.
ასე მოიგო თელავმა ათი კაცით. სამივე გოლი მაშინ გაიტანა, როცა კაცნაკლული თამაშობდა.
სამგურალი 2:0 კოლხეთი 1913
როგორც თბილისურ მატჩში, ასევე წყალტუბოშიც მოიგო გუნდმა, რომელიც 10 კაცით თამაშობდა. წყალტუბოს სამგურალს უკვე მე-5 წუთზე გაუძევეს ჯეფერსონ ჯერალდო. უხეშობა და პირდაპირ წითელი… არბიტრმა გიორგი კიკაჩეიშვილმა VAR-ზე გადამწომების მერე შეცვალა ყვითელი წითლით.
სამგურალმა პირველი ტაიმის ბოლოს გახსნა ანგარიში, კერძოდ, კუთხურს მოჰყვა ბრაზილიელი ველისოლის ერთი შეხებით დარტყმა და გოლი. ასე არნიშნა ველისოლმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დებიუტი.
მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, ბოლოს კი ისევ სამგურალმა გაიტანა. ვინისიუსმა მოიპოვა პენალტი და გიორგი ფანცულაიამ გამოიყენა – 2:0.
erovnuliliga.ge
კორღალიძემ “იბერია” დატოვა – მისი შემცვლელი ცნობილია
თბილისის “დინამომ” ორი ფეხბურთელი დაიმატა
