ბათუმის ცენტრალურ პარკში ლოზუნგით – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ – ამ ლოზუნგით ბათუმის ცენტრალურ პარკში, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი მთავარი მოთხოვნაა, დროულად გათავისუფლდეს გამოცემა „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, ასევე, სხვადასხვა აქციის დროს დაკავებული პირები.
აქციის მონაწილეები ასევე, სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.
მათი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში დემოკრატია დასამარდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლებაში “რუსული რეჟიმია”.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს