აშშ, კანადა და ევროპის 12 ქვეყანა მოუწოდებენ ირანს “დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო მოქმედებები” მათ ტერიტორიებზე

31 ივლისს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის 12-მა ქვეყანამ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება ირანის სადაზვერვო სამსახურების მიერ მათ ტერიტორიებზე დანაშაულებრივი მოქმედებების დაგმობითა და დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოწოდებით:
“ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, , ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანები, ესპანეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო და ვგმობთ ირანის სადაზვერვო სამსახურების მიერ ჩვენს ტერიტორიებზე სულ უფრო გახშირებულ სახელმწიფო საფრთხეების შექმნას”.
აღნიშნული თოთხმეტი სახელმწიფო აცხადებს ერთიანობას ირანისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავების ძალისხმევაში:
“ვართ ერთიანნი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩვენი სუვერენიტეტის მკაფიოდ დარღვევით, ირანის სადაზვერვო სამსახურების მხრიდან მკვლელობის, გატაცებისა და ადამიანების დევნის მცდელობებთან დაპირისპირებაში”.
ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დანაშაულებრივი მოქმედებებისთვის ირანის საერთაშორისო კრიმინალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს და სამიზნეებად ირჩევს კონკრეტული კატეგორიის ადამიანებს:
“ეს სამსახურები სულ უფრო ხშირად თანამშრომლობენ საერთაშორისო კრიმინალურ ორგანიზაციებთან ჟურნალისტების, დისიდენტების, ებრაელი მოქალაქეების, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების მიზანში ამოსაღებად. ეს მიუღებელია”.
განცხადების ხელისმომწერი სახელმწიფოები სუვერენიტეტის დარღვევად აფასებენ ირანის სადაზვერვო სამსახურების მოქმედებებს და მოუწოდებენ ირანს მათი შეწყვეტისკენ:
“ასეთი სახის თავდასხმებს, იმის მიუხედავად ვინ არის სამიზნე, ვთვლით ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევად. ვართ მოწადინებული, ვიმუშაოთ ერთად ამ ქმედებების თავიდან ასაცილებლად და მოვუწოდებთ ირანის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს უკანონო მოქმედებები ჩვენს ტერიტორიებზე”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ტაბლიაშვილი: ვიკითხოთ, რაზე თუ რეიზა გამოცა ხალხი ქუჩაში და… მე ჩემს აზრს გეტყვით – მხოლოდ მაშინ, როცა ესენი მოგვცემენ საბაბ-მიზეზს, და ეს შეიძლება იყოს… საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება!

ვოლოდიმირ ზელენსკი – უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის, რაზეც ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და ნატო-ს პერსპექტივაზე – პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს