“ვიკრიბებით ბათუმში” – მზია ამაღლობელის დასკვნით პროცესზე აქტივისტები თბილისიდანაც ჩავლენ

ბათუმში, პირველ აგვისტოს, 13:00 საათზე, სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის დასკვნით პროცესზე დასასწრებად სამოქალაქო აქტივისტები თბილისიდანაც ჩავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს” ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აქტივისტები ს საქალაქო სასამართლოსთან 13:00 საათზე იკრიბებიან. თბილისიდან წასვლის მსურველებისთვის კი ტრანსპორტი 07:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან დაიძვრება.
1 აგვისტოს, 13:00 საათზე, მზია ამაღლობელის დასკვნით პროცესზე, ვიკრიბებით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. თბილისიდან წასვლის მსურველებისათვის ტრანსპორტი დაიძვრება დილის 7 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან. წასვლის მსურველებმა წინასწარ მოგვეწერეთ. თავისუფლება და გამარჯვება მზია ამაღლობელს ! სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს!” – წერია “საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს” პოსტში.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 1 აგვისტოს, 13:00 საათზე, მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება. შესაძლოა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საქმეზე გადაწყვეტილება ხვალვე გამოაცხადოს.
შეგახსენებთ, რო მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ინგა ჩახვაშვილი: რა სადიზმია ადამიანი, ჯანმრთელობაშერყეული ყოველ პროცესზე ატარო რუსთავიდან მინიმუმ 5 საათი, 9 საათი ფეხზე იდგეს და ღამით კვლავ 5 საათი უკან გზაზე დატანჯო მშიერი, ძალაგამოცლილი. ეს არის თქვენი სახე, ქოცებო