მედია – უკრაინულმა დრონებმა ს ვოლგოგრადის ოლქში მდებარე ელექტროქვესადგურს დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა ს ვოლგოგრადის ოლქში მდებარე ელექტროქვესადგურს დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა, რომ „დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, რკინიგზასთან დამაკავშირებელი ქსელისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა“.
„ტელეგრამ“ არხის, Astra-ს ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად, ხანძარი ელექტროქვესადგურს გაუჩნდა.
ასევე, „როსავიაციის“ ცნობით, ვოლგოგრადის აეროპორტში ფრენებზე შეზღუდვები დაწესდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა