რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს

დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს და მათ თვალწინ დაიწყეს ნგრევა – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი – . ნუ შევარჩენთ ამასაც,- ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის „ფეისუქზე“ ვრცელდება.
მისი თქმით, სწორედ თვალჭრელიძის ქუჩას უნდა „გადაყვეს ეს ვაი მთავრობა“.
„გონებიდან არ ამომდის, რაც გუშინ თვალჭრელიძის ქუჩაზე ვიხილე. კანკალის გარეშე ვერ ვუყურებდი კადრებს, განსაკუთრებით ბავშვების ხილვამ იმოქმედა.
ნეტა შემეძლოს რამით დავეხმარო და შემეძლოს სადმე შევიფარო. გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, დაუდექით გვერდში. ნუ დავტოვებთ ქუჩაში, ნუ დავტოვებთ მარტოებს. ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს – მივიდეთ ათასობით და ნუღარ მივცემთ ამ ვაი პოლიციელებს მსგავსი არაადამიანური გამოსახლების უფლებას.
დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს და მათ თვალწინ დაიწყეს ნგრევა – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი – რუსეთი. ნუ შევარჩენთ ამასაც.
ამ ადამიანებმა სოხუმში ნახეს, როგორ უნგრევდნენ სახლს რუსები, და გუშინ იმავეს შემსწრენი კვლავ გახდნენ – ისევ რუსები უნგრევდნენ სახლს.
თვალჭრელიძის ქუჩას უნდა გადავაყოლოთ ეს ვაი მთავრობა.
გუშინ ბევრი მოქალაქე დავინახე იქ მისული სოლიდარობისთვის და მადლობა – ყველანი ძალიან მიყვარხართ! გთხოვთ, დღეს უფრო მეტნი მივიდეთ.
P.S. ორშაბათს დილიდან ახობაძის პროცესზე – ყველა!”,- წერს რეზო კიკნაძე.