დმიტრო კულება დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე – ჩვენ არ გვაქვს „გეგმა B“, ჩვენ დარწმუნებული ვართ „გეგმა A-ში“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინას სჯერა “გეგმის A”-სი დასავლეთის ქვეყნების მხრიდან სამხედრო მხარდაჭერასთან დაკავშირებით და მისი შეწყვეტის შემთხვევაში ალტერნატივა (“გეგმა B”) არ აქვს.
CNN-თან ინტერვიუში, კითხვაზე, როგორია უკრაინის “გეგმა B” იმ იარაღის დეფიციტის კომპენსირებასთან დაკავშირებით, რომელსაც ის დასავლეთის ქვეყნებიდან ვერ მიიღებს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა : „ჩვენ არ გვაქვს „გეგმა B“, ჩვენ დარწმუნებული ვართ „გეგმა A-ში“.
„უკრაინა ყოველთვის იბრძვის იმ რესურსებით, რაც აქვს და როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სწორად განაცხადა, რასაც უკრაინას აძლევენ, ქველმოქმედება არ არის. ეს არის ინვესტიცია ნატო-ს დასაცავად და ასევე ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის დასაცავად“, – აღნიშნა კულებამ.
მისი თქმით, შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ნატო-ზე თავდასხმას ვერ გაბედავს.
„ისინი, ვინც თავიანთი საგარეო პოლიტიკური გათვლებით თვლიან, რომ პუტინი ვერ გაბედავს ნატო-ს ქვეყანაზე თავდასხმას, თუ დაინახავს, რომ უკრაინაში წარმატების მიღწევა შეუძლია, უზარმაზარ შეცდომას უშვებენ. როგორიც არ უნდა იყოს ფასი დღეს, ყველაფრის ფასი, რაც მოხდება, თუ უკრაინა დღეს დახმარებას არ მიიღებს, ბევრად უფრო მაღალი იქნება. ამიტომ, გვჯერა „გეგმა A“-სი, ჩვენ ვმუშაობთ „გეგმა A“-ზე და ჩვენ მას განვახორციელებთ“,- აღნიშნა კულებამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ