სირიელი და ისრაელელი მინისტრები პარიზში -ის შუამავლობით გამართულ შეხვედრას დაესწრებიან – მაღალი რანგის დიპლომატი

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ასად ალ-შაიბანისა და ს სტრატეგიულ საქმეთა მინისტრ რონ დერმერს შორის შეხვედრა, სავარაუდოდ, 24 ივლისს, პარიზში გაიმართება, – ამის შესახებ AFP-ს მაღალი რანგის დიპლომატმა განუცხადა.

„დღეს პარიზში გაიმართება სირია-ს უსაფრთხოების შეხვედრა და მას
ტომ ბარაკი უხელმძღვანელებს“, – განაცხადა დიპლომატმა, რომელიც გულისხმობდა სირიის საკითხებში -ის სპეციალურ წარმომადგენელს.

დიპლომატმა დასძინა, რომ ტექნიკურად საომარ ურთიერთობაში მყოფი ორი ქვეყნის მინისტრები, შაიბანი და დერმერი ხვდებიან ერთმანეთს.
აშშ-ის შუამავლობით დაგეგმილი მოლაპარაკებები სირიის ახალ ხელისუფლებასა და ისრაელს შორის ამ დონეზე პირველი შეხვედრა იქნება. ტექნიკურად, ორი ქვეყანა 1948 წლიდან საომარ ურთიერთობაშია.
ისრაელმა სირიის გოლანის მაღლობები 1967 წელს დაიპყრო.

ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ