-ს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თიბისიმ განსხვავებული კონცეფციის AI Meet-up ჩაატარა

AI-ს საერთაშორისო დღის ფარგლებში, სპეციალურად IT აკადემიის ალუმნისთვის Meet-up გაიმართა, რომელსაც 100-მდე სტუდენტი დაესწრო. ღონისძიება, რომელიც IT აკადემიისა და თიბისის Data & AI გუნდის ერთობლივი ორგანიზებით შედგა, მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო თიბისის AI და მონაცემთა მიმართულების ლიდერების ინსპირაციულ Spark Talks-ებს, რომელიც ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურ საჭიროებებსა და ტექნიკურ ასპექტებს – მონაცემთა დამუშავებიდან დაწყებული, Generative AI-ის გამოყენებით ეფექტური ბრძანების წერის ტექნიკებით დასრულებული.

ღონისძიების მეორე ნაწილი განსხვავებული კონცეფციით წარიმართა – ინტერაქციული Dilemma Game-ის ფორმატში. მონაწილეებმა გუნდებად იმუშავეს რეალურ ბიზნეს-ქეისებზე. თამაში ფოკუსირებული იყო AI სისტემების უზუსტობებზე, ეთიკურ საკითხებზე, რისკების მართვასა და მომხმარებელზე ალგორითმული გადაწყვეტილებების გავლენაზე.

“ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს სტრატეგიულ მიდგომას – ხელი შევუწყოთ ცოდნაზე დაფუძნებული ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას და ახალგაზრდების გაძლიერებას” – თქვა თათა ანჯაფარიძემ, თიბისი IT აკადემიის ლიდმა, რომელიც მონაწილეებს აკადემიის ტექ კომუნის გაძლიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

თიბისისთვის AI არის ყოველდღიურობის ნაწილი, სტრატეგიული მიმართულება და ქვეყნის ციფრული მომავლის შენების ერთ-ერთი მთავარი ძრავა.

2014 წლიდან დღემდე, თიბისი არაერთ მნიშვნელოვან AI პროექტს ახორციელებს და სხვადასხვა მიმართულებით ინტეგრირებული ყოველდღიურად ცვლის კომპანიის შიდა პროცესებსა და მომხმარებელთან ურთიერთობას. უკვე წარმატებით განხორციელდა მრავალი ინიციატივა; ხოლო რიგი მასშტაბური პროექტები რეალიზაციის პროცესშია.

თიბისი გეგმავს, მომავალშიც აქტიურად განავითაროს AI ეკოსისტემა ქვეყანაში, დარჩეს მისი ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი და წამყვანი მოთამაშე როგორც ბიზნესში, ისე განათლებისა და ინოვაციების სფეროში.