კვიპროსში მასშტაბური ხანძრის შედეგად სახლები დაიწვა და ორი ადამიანი დაიღუპა

კვიპროსის სამხრეთ ნაწილში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი ევაკუირებულია, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დამწვარ ავტომობილში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.
ხანძარმა, რომელიც ოთხშაბათს, შუადღისას, სამხრეთ ქალაქ ლიმასოლის ჩრდილოეთით, მთიან რელიეფზე გაჩნდა, სახლები გაანადგურა და ძლიერი სიცხის ფონზე საფრთხე შეუქმნა თემებს. ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა.
ხელისუფლება სოფელ ლოფუში ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციას ცდილობს. სამაშველო ბრიგადის ცნობით, გამთენიისას სახანძრო თვითმფრინავებს ხელახლა განალაგებენ.
„სიტუაცია ძალიან რთულია და ხანძრის ფრონტი უზარმაზარია. ყველა ძალა მობილიზებულია“, – განუცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდისმა ჟურნალისტებს.
კუნძულზე ტემპერატურამ გუშინ 43 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. მოსალოდნელია, რომ დღეს მაქსიმალური ტემპერატურა 44 გრადუსს მიაღწევს.
კვიპროსმა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით დახმარება ითხოვა. ესპანეთი ხუთშაბათს კუნძულზე ორ თვითმფრინავს გააგზავნის. კვიპროსს დახმარება აღუთქვა იორდანიამაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს