ბანგლადეშში საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 88 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის გამო, მთავრობამ ქვეყანაში გლოვის დღე გამოაცხადა.
საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ დაღუპულთა შორის პილოტიცაა. მათივე ინფორმაციით, შექმნილია კომიტეტი მომხდარის გამოსაძიებლად.
შეგახსენებთ, გუშინ ბანგლადეშის საჰაერო ძალების F-7 BGI-ის ტიპის სასწავლო თვითმფრინავი ქვეყნის დედაქალაქ დაკაში კოლეჯისა და სკოლის კამპუსს შეეჯახა და ჩამოვარდა.
