კრემლში ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა “აუცილებლად გაიმართება”.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პერსკოვმა თქვა, რომ პირად შეხვედრაზე პრეზიდენტები “მნიშვნელოვან შეთანხმებას დააფიქსირებენ”.
შესაძლოა, [შეხვედრა] ასევე საჭირო იყოს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების ფორმალიზებისთვის, რომლებიც დროთა განმავლობაში უზარმაზარი სამუშაოს შესრულების შემდეგ იქნება მიღწეული. მაგრამ ეს დრო ჯერ არ დამდგარა. ეს სამუშაო ჯერ კიდევ გასაკეთებელია”, – თქვა მან.
დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ უკრაინის საკითხის მოგვარება ხანგრძლივი და რთული პროცესია, რომელიც ძალისხმევას მოითხოვს, “ვაშინგტონი კი ამას სულ უფრო მეტად ხვდება”.
“დონალდ ტრამპი – მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის, უდიდესი ეკონომიკის პრეზიდენტია. და პლუს, ყველა მიეჩვია, ასე ვთქვათ, მის საკმაოდ მკაცრ და პირდაპირ რიტორიკას. ამავდროულად, ის ადასტურებს თავის განზრახვას, გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობიან მოგვარებას”, – თქვა მან.
დიმიტრი პესკოვი კვლავ ირწმუნება და ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა არა ერთხელ გამოთქვა სურვილი, რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანონ უკრაინაში სიტუაცია მშვიდობიან კალაპოტში.
“ჩვენი მიზანი ნათელია, აშკარაა და არ იცვლება”, – თქვა კრემლის სპიკერმა.
