რუსეთის ტყვეობაში მყოფი მამუკა გაწერელიას დედა სახელმწიფოსგან დახმარებას ამ დრომდე ითხოვს

უკრაინაში მებრძოლი და შემდეგ რუსეთში ტყვედ ჩავარდნილი და დაკავებული ქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას დედა დალი გაწერელია სახელმწიფოსგან დახმარებას ამ დრომდე ითხოვს.
TV პირველთან საუბრისას მან თქვა, რომ 2-თვიანი უკონტაქტობის შემდეგ მამუკა გაწერელია საქართველოში მყოფ მშობლებს კოლონიიდან ადვოკატის მეშვეობით დაუკავშირდა.
ის აღნიშნავს, რომ მედიაში გაკეთებული ინტერვიუების შემდეგ ხელისუფლება ამ დრომდე არ დაკავშირებია.
“ხელისუფლება, ამ ინტერვიუების მერე, ჯერ არც გამომხმაურებია და მოთხოვნა გვაქვს ის, რაღაც მაინც გააკეთონ ამ ბავშვის გულისთვის. მეოთხე წელი დაიწყო, რაც ტყვეობაშია. ძალიან მოკლე წერილი მოვიდა, მეც მიკვირს, ასეთი პატარა წერილი რატომ დაწერა, მაგრამ ისევ შედის 28-ში მეორე ადვოკატი, იმედია, უფრო ვრცლად მოგვწერს რაღაცებს”, – ამბობს ის.
***
რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ 22 წლის ქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას სამუდამოდ დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია 20 თებერვალს გაავრცელა. მამუკა გაწერელია ში იბრძოდა და ს ტყვეობაში იყო ჩავარდნილი.
ანექსირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 22 წლის მამუკა გაწერელიასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი დღეს გამოაცხადა.
ე.წ. სასამართლოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მამუკა გაწერელიას ბრალად ედება “მარიუპოლში, რუსეთის ოთხი სამხედრო მოსამსახურისთვის ცეცხლის გახსნა, რომელთაგანაც 3 გარდაიცვალა”.
მამუკა გაწერელია მარიუპოლის მცველებს შორის იყო და აზოვსტალი ბოლო მომენტამდე არ დაუტოვებია. ის ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა, როცა რუსეთის ალყაში მოქცეულმა უკრაინის არმიის ქვედანაყოფმა, პრეზიდენტ ს ბრძანებით, აზოვსტალი დატოვეს.
მამუკა გაწერელია საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროა. ის უკრაინაში 2022 წლიდან გაემგზავრა.