ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ – თურქეთში აშშ-ის ელჩი

თურქეთში აშშ-ის ელჩის, ტომ ბარაკის განცხადებით, სირია და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ელჩმა, რომელიც ასევე არის სირიაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, პარასკევს X-ზე დაწერა, რომ შეთანხმება შედგა თურქეთის, იორდანიისა და სხვა მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერით.
“მოვუწოდებთ დრუზებს, ბედუინებსა და სუნიტებს, დაყარონ იარაღი და სხვა უმცირესობებთან ერთად ააშენონ ახალი და ერთიანი სირიული იდენტობა მეზობლებთან მშვიდობიანად და კეთილდღეობით“, – წერს ელჩი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)