დიდმა ბრიტანეთმა რუს ჯაშუშებს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა გამოავლინა და სანქციები დაუწესა ს სამხედრო დაზვერვის სააგენტოს (GRU-ს) სამ დანაყოფს და სამხედრო დაზვერვის 18 ოფიცერს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პუტინის ბრძანებით ქაოსისა და არეულობის დათესვაზე.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, GRU-ს დანაყოფები გამოაშკარავდა მარიუპოლის თეატრის აფეთქებაში, იულია სკრიპალზე თავდასხმასა და კიბეროპერაციებში მათი როლის გამო, რომლებიც მხარს უჭერდნენ პუტინის უკანონო ომს ში.
„დღეს მიღებული ზომები მიმართულია რუსეთის GRU-ს სამი დანაყოფისა და სამხედრო დაზვერვის 18 ოფიცრის წინააღმდეგ, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებდნენ მავნე კიბერაქტივობის მუდმივ კამპანიას, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.
GRU რეგულარულად იყენებს კიბერ და საინფორმაციო ოპერაციებს უკრაინასა და მთელ მსოფლიოში ქაოსის, უთანხმოებისა და არეულობის დასათესად, რასაც დამანგრეველი შედეგები მოაქვს.
2022 წელს 26165-ე დანაყოფი, რომელსაც დღეს სანქციები დაუწესდა, უზრუნველყოფდა ონლაინ დაზვერვას მარიუპოლზე სარაკეტო დარტყმების ზუსტად დასამიზნებლად, მათ შორის იმ დარტყმის, რომელმაც გაანადგურა მარიუპოლის თეატრი, რის შედეგადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა“, – ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლამის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი ხედავს კრემლის ფარულ მცდელობებს და ამას არ მოუთმენენ.
„GRU-ს ჯაშუშები აწარმოებენ კამპანიას ევროპის დესტაბილიზაციის, უკრაინის სუვერენიტეტის შელახვისა და ბრიტანეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შესაქმნელად.
კრემლს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს: ჩვენ ვხედავთ, რას ცდილობენ ისინი ფარულად და ამას არ მოვითმენთ. სწორედ ამიტომ ვიღებთ გადამწყვეტ ზომებს რუსი ჯაშუშების სანქცირებისთვის. დიდი ბრიტანეთის დაცვა ამ საფრთხისგან ამ მთავრობის ცვლილებების გეგმის ფუნდამენტური ელემენტია.
ჰიბრიდული საფრთხეები და პუტინის აგრესია არასდროს გატეხავს ჩვენს გადაწყვეტილებას. დიდი ბრიტანეთისა და ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერა უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების მიმართ ურყევია.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა ვალდებულია გააძლიეროს ძალისხმევა ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, დაიცვას დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოება“, – განაცხადა დევიდ ლამიმ.
მისი თქმით, რუსეთის მზაკვრული საქმიანობა ევროპის ფარგლებს სცდება.
„GRU-ს დანაყოფებისა და ოფიცრების გარდა, დიდმა ბრიტანეთმა ასევე დაუწესა სანქციები „აფრიკის ინიციატივის“ სამ ლიდერს, რუსეთის მიერ დაფინანსებული „ტროლების ქარხანას“, რომელსაც რუსი დაზვერვის ოფიცრებს იყენებს დასავლეთ აფრიკაში საინფორმაციო ოპერაციების განსახორციელებლად. ეს მოიცავს რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გლობალური ჯანდაცვის ინიციატივების ძირის გამოთხრის უგუნურ მცდელობებს, კრემლის პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად, უსაფუძვლო შეთქმულების თეორიების პოპულარიზაციით“, – აცხადებს დევიდ ლამი.