მოსკოვმა კოტრიკაძისა და ძიადკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

მოსკოვში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები „დოჟდის“ ჟურნალისტების — ეკატერინა კოტრიკაძის, ტიხონ ძიადკოსა და ვალერია რატნიკოვას წინააღმდეგ, რომლებიც ასევე შეყვანილი არიან „უცხოელი აგენტების“ რეესტრში.
ინფორმაციას ტელეკომპანია „დოჟდი“ ავრცელებს.
„დოჟდის“ თანამშრომლებს ბრალად ედებათ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ს შეიარაღებული ძალების შესახებ და უცხოელი აგენტების კანონით დაკისრებული ვალდებულებებისგან თავის არიდება.
გამოძიების მიხედვით, „ბრალდებულებმა ერთ-ერთ მესენჯერში გაავრცელეს პუბლიკაციები ფართო საზოგადოებისთვის, რომლებშიც, ექსპერტიზის თანახმად, შეიცავდა ცრუ ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული ქმედებების შესახებ“.
მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტი განიხილავს ეკატერინა კოტრიკაძესა და ვალერია რატნიკოვაზე ძებნის გამოცხადებას. „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი ტიხონ ძიადკო და გადაცემის წამყვანი იულია ტარატუტა (ასევე „უცხოური აგენტების“ საქმეზე) ძებნილებად აპრილში გამოცხადეს.
ში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში ტიხონ ძიადკომ ცოლთან, ეკატერინე კოტრიკაძესთან ერთად, რომელიც „დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსია, რუსეთი დატოვა. რუსეთი ასევე დატოვეს ტელეკომპანიის თანამშრომლების ნაწილმაც.
„დოჟდმა“ კი მაუწყებლობა რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული ცენზურის გამო შეწყვიტა, ვინაიდან მედიებს აეკრძალათ სიტყვა ომის გამოყენება და სამთავრობო წყაროების გარდა სხვა ინფორმაციის გაშუქება. რუსეთში ტელეკომპანიის ვებსაიტი და სოციალური ქსელები გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილების საფუძველზე დაიბლოკა.
ამჟამად „დოჟდს“ ნიდერლანდში მაუწყებლობის ლიცენზია აქვს.