სირიაში, სუვაიდაში, სისხლისღვრას სულ მცირე 321 ადამიანი ემსხვერპლა – ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფი

სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ქსელის მიერ გამოქვეყნებულ ახალ მონაცემებზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-ი იტყობინება, რომ სირიაში, სუვაიდაში, 13 ივლისის სისხლისღვრის შედეგად, სულ მცირე, 321 ადამიანი დაიღუპა.

სირიის ერთ-ერთმა მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობამ 87 ცხედარი იპოვა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა ეს ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქში ბედუინების ტომებსა და დრუზების უმცირესობას შორის ბოლო დროს მომხდარი ძალადობის მსხვერპლთა სრული რაოდენობა.
შეტაკებები 13 ივლისს დაიწყო დრუზების გასამხედროებულ დაჯგუფებებსა და ბედუინთა ძალებს შორის. ხელისუფლებამ პასუხად თავისი ჯარი შეიყვანა ძირითადად დრუზებით დასახლებულ ქალაქ სუვაიდაში. ეს მოხდა პირველად მას მერე, რაც აჰმედ ალ-შარაამ (ადრე -ის მიერ ტერორისტად შერაცხილმა) მეამბოხეთა – სუნიტური ისლამისტური ჯგუფის – მეთაურმა, სირიაში დაამხო პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება და დასრულდა 13 წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომი.
16 ივლისს სირიის სამთავრობო ძალებისგან დრუზების დაცვის მოტივით, ს არმიამ დრონებით დაბომბა სირიის გენერალურ შტაბი დამასკში და იერიში მიიტანა ქალაქ სუვაიდასთან განთავსებულ სამთავრობო ძალებზეც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე – დღეს რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა – სცენარიც ნაცნობია და შედეგიც: კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა

მამუკა მდინარაძე – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალია და კურსი უნდა შევცვალოთ – როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო