გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი – ვერ დავადასტურებ, რომ Patriot-ები გერმანიიდან უკრაინისკენ მიემართება, ამის შესახებ არაფერი ვიცი

გერმანიის მთავრობა არ ადასტურებს -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პირველი პარტია უკვე გერმანიიდან უკრაინისკენ მიემართება, – ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა SRF-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობას ასეთი მიწოდების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„ვერ დავადასტურებ, რომ ამჟამად რაიმე გზაშია. ამის შესახებ არაფერი ვიცი“, – განაცხადა პრესსპიკერმა.
მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრა ორშაბათს ონლაინ რეჟიმში გაიმართება და მასზე Patriot-ის სისტემების უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად მიწოდების გზებისა და საშუალებების ძიების საკითხს განიხილავენ.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი Patriot-ის სისტემის რაკეტები უკვე გზაშია. „ისინი [რაკეტები] უკვე იგზავნება. ისინი გერმანიიდან მიდის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან