ისრაელ კაცი – გააგრძელებს დარტყმებს სირიის ძალებზე, თუ ისინი დრუზების ქალაქიდან არ გავლენ

თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ სირიის სამთავრობო ძალებზე თავდასხმას, თუ ისინი არ გავლენ ქალაქ სუვეიდადან, რომელიც, ძირითადად, დრუზებით არის დასახლებული.
„სირიის რეჟიმმა უნდა დატოვოს დრუზები სუვეიდაში და გაიყვანოს თავისი ძალები. როგორც გარკვევით განვაცხადეთ და გავაფრთხილეთ, არ მიატოვებს დრუზებს სირიაში და განახორციელებს დემილიტარიზაციის პოლიტიკას“, – ნათქვამია კაცის განცხადებაში.
მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ რეჟიმის ძალებზე თავდასხმას მანამ, სანამ ისინი არ დატოვებენ ქალაქის ტერიტორიას.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის განცხადებით, ქალაქ სუვეიდასთან სირიის სამთავრობო ძალები დაბომბეს, როდესაც ისინი ორდღიანი სისხლიანი შეტაკებების შემდეგ ქალაქში შევიდნენ. ეს სირიის სამთავრობო ძალების სუვეიდაში განლაგების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც დეკემბერში პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დაამხეს. უმცირესობათა ბევრი თემი – მათ შორის დრუზები – ეჭვის თვალით უყურებენ დროებითი პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას მთავრობას. აქამდე სუვეიდას პროვინცია ძირითადად დრუზების გასამხედროებული დაჯგუფების კონტროლის ქვეშ რჩებოდა, რომლებიც უსაფრთხოების ძალებში გაწევრიანების მოწოდებებს ეწინააღმდეგებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს