ევროკავშირმა ალექსეი გორინოვის დევნისთვის დაასანქცირა რუსეთის სასამართლოს 5 წარმომადგენელი

ევროკავშირის საბჭომ შემზღუდავი ზომები დაუწესა რუსეთში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებსა და სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მიმართ რეპრესიებზე პასუხისმგებელ ხუთ პირს.
ამჯერად სანქციები შეეხო რუსეთის სასამართლოს წარმომადგენლებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მოსკოვის კრასნოსელსკის რაიონის ყოფილი დეპუტატის, აქტივისტ ალექსეი გორინოვის დევნაში. მას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდების საფუძველზე მიუსაჯეს დამატებით სამი წლით პატიმრობა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. ალექსეი გორინოვი დაისაჯა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე აზრის გამოთქმისთვის. პატიმრობაში მყოფი გორინოვი არის აგრეთვე არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. მისი ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობის მიუხედავად, მას არ უწევენ ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას, ხანგრძლივად მოათავსეს კარცერში და არ აძლევენ ძილის საშუალებას.
დასანქცირებული პირების საკუთრება დაყადაღდება, ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს აეკრძალებათ მათთვის ფინანსებზე წვდომის უზრუნველყოფა. მათ აეკრძალათ ევროკავშირში შესვლა, მათ შორის სატრანზიტო მიზნით.
ალექსეი გორინოვი 2022 წელს ცნეს დამნაშავედ რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში – მას შემდეგ, რაც მან მოსკოვის საქალაქო საბჭოში თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ყოველდღიურად იხოცებოდნენ ბავშვები. ამასთან, გორინოვმა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უწოდა “ომი” და არა “საგანგებო ოპერაცია”.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)